среда, 23 марта 2011 г.

კომპიუტერი სკოლაში

1. პროექტის სახელი: კომპიუტერი სკოლაში.
2. პროექტის მთავარი იდეა: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფოს და საზოგადოების ნებისმიერ სფეროში. ამიტომ მოსწავლე კარგად უნდა ფლობდეს ამ ტექნოლოგიებს, რათა არაჩვეულებრივ და საინტერესო მასალას მოუყაროს თავი.
3. პროექტის აქტუალობა: ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ცოდნის გაღრმავებას კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, ახალ პროგრამებში, კომპიუტერის მოწყობილობებში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას: საჭიროა თუ არა კომპიუტერი სკოლაში. ისინი მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, მისი განვითარების ისტორიას. მოიძიებენ საინტერესო ინფორმაციას პროგრამებსა და ოპერაციულ სისტემებზე. გააკეთებენ ანალიზს ეფექტურია თუ არა ისტ– ს სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაცია.
5. მონაწილეთა ასაკი: 14– 17 წელი.
6. ვადების ხანგრძლივობა: 2 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს მათ მიერ მოპოვებული საინტერესო ფაქტების გამოყენებით. გააკეთებენ ელექტრონულ ჟურნალს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, მოსწავლეთა ჯგუფი, ინტერნეტში მოძიებული ფოტო და ვიდეო მასალა.
9. ძირითადი აქტივობები: საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება. ფოტოგალერეას შექმნა.
10. პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან კალმახელიძე.
 12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: darejankalmaxelidze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდის ბლოგი: darejankalmaxelidze.blogspot.com